კასილიასი - 10 ფინალი, 2 წაგება
სამეფო კლუბის კარის დარაჯი, მსოფლიოს საუკეთესო მეკარის წოდებას ატარებს (შეიძლება სუბიექტურობაში დამდოთ ბრალი, მაგრამ სტატისტიკაც ამაზე მოწმობს - ავტ).
"წმინდა იკერი," როგორც მას ესპანეთში უწოდებენ, გადამწყვეტ მომენტებში, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.შესაძლებელია კონკრეტული თამაში, მთლიანმა გუნდმა ჩააგდოს, თუმცა იკერი მუდამ თავგანწირვით თამაშობს და სტაბილურად იცავს საკუთარ კარს.
"ფურია როხას" პირველი ნომერი, ფინალურ შეხვედრებზე საიმედო ფიგურაა.კარიერის განმავლობაში 10 ასეთი დაპირისპირება გამართა, საიდან 8 მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.7 შემთხვევაში იკერმა კარის მშრალად შენაცვა შეძლო (ქვემოთ იხილავთ დეტალურ სტატისტიკას).
ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია."გლაზგოს" გადაჭედილ არენაზე, იკერი 68-ე წუთზე ჩაერთო საქმეში (სეზარის ტრავმის გამო, (ანგარიში 2-1 "რეალის" სასარგებლოდ)).დარწმუნებული ვარ, ყველას ახსოვს "ლევერკუზენის" მწვავე იერიშები და კასილიასის გმირული თამაში.რამდენიმე ეპიზოდში, "მკვდარი" ბურთი მოიგერია მან.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 7 ივლისი 2012
- 3 003
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.