"კასტილია" 15 მილიონს შემოიტანს

2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "რეალ მადრიდ კასტილიას" მოთამაშეები საკმაოდ მოთხოვნადები არიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლანკოსის" ფილიალს რამდენიმე ლიდერი ფეხბურთელი დატოვებს, რის სანაცვლოდაც დაახლოებით 15 მილიონ ევრომდე შემოვა კლუბის ბიუჯეტში.რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ნიჭიერების გაშვებაში სასიხარულო არაფერია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ გამორჩეული ფეხბურთელების ხელშეკრულებებში გამოსყიდვის პუნქტი ჩაიდება, სანერვიულოც არაფერია.

სატრანსფერო პროცესები უახლოს მომავალში უნდა დაიძრას.სავარაუდოდ, დანი კარვახალი იქნება პირველი ფეხბურთელი (საუბარია წამყვან ფიგურაზე), ვინც მომავალი სეზონიდან "ალფრედო დო სტეფანოზე" აღარ ითამაშებს.განაპირა მცველით ლევერკუზენის "ბაიერია" დაინტერესებული.გერმანელებს მათი წაყვანა 5 მლნ. ევრო დაუჯდებათ.

ბუნდეს ლიგაში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ ხოსელუსაც.სეგუნდა ბ-ს "პიჩიჩის" "ჰოფენჰაიმში" იხმობენ."რეალი" 8 მილიონზე ნაკლებში არ შეელევა მას.

ფაქტიურად გადაწყვეტილი საქმეა ხუანფრანის "ბეტისის" ფერებში ხილვა.ანდალუსიელები 1 მილიონად მიიღებენ ნახევარმცველს.

რასაკვირველია, კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "კასტილია" სატრანსფერო ფანჯარაზე სოლიდურ ფინანსებს იღებს, თუმცა გასულ სეზონთან შედარებით (ხუან კარლოს ბრაგას "სპორტინგში" 2.5 მლნ. ევროდ & პაბლო გილი "გარანდასი" მილიონ ევროდ), შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)