"ბეტისი" მილიონის გადახდას დათანხმდა
როგორც იცით, კასტილიელი ხუანფრანის აყვანა "ბეტისს" სურს.
სევილიურ გუნდს, ახალგაზრდა ნახევარმცველის წაყვანა 800 ათას ევროდ უნდოდა, მაგრამ მადრიდში ხაზგასმით განაცხადეს, რომ მხოლო მილიონად შეელევიან კანტერანოსს.როგორც ჩანს, კლუბებმა ამაზეც მოითათბირეს და გადაწყდა, რომ "მწვანეები" 1 მლნ. გადაიხდიან ფეხბურთელის სანაცვლოდ.
აღნიშნულის შესახებ, რამდენიმე დღეში ოფიციალურადაც გვაუწყებენ.
პაბლო გილის, მანდის, მერკანის, ივანისა და ხუანფრანის შემდეგ, დანი კარვახალი დატოვებს "კასტილიას."ამ უკანასკნელს თანატოლებთან შედარებით უპირატესობა ექნება.გამომდინარე იქედან, რომ "რეალი" მარჯვენა მცველის შემთხვევაში გამოსყიდვის უფლებას იტოვებს.
ინფორმაციის წყარო: As.Com
- 7 ივლისი 2012
- 1 633
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.