JR10 - მადრიდის ახალი ვარსკვლავი
როგორც იცით, ესტონეთში, ევროპის 19 წლამდელთა პირველობა მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, ტურნირის გამორჩეული მოთამაშე, ხესე როდრიგესი რუისია (ლას პალმასი, 1993).ამ უკანასკნელმა ჩატარებული 2 თამაშიდან, მეტოქის კარის დალაშქვრა 4-ჯერ მოახერხა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია თანატოლებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ტელევიზიები ხესეს გოლებს ხშირად ატრიალებენ ეთერში.მასზე ბევრი იწერება და ერთი სიტყვით, ყურადღების ცენტრშია.
"არ ვფიქრობ, რომ ვარსკვლავი ვარ.ჩემი გოლები თანაგუნდელების გარჯის დამსახურებაა" - აღნიშნა როდგიგესმა.
"კრიშიტიანუ ვარსკვლავია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.ალბათ, გარკვეულ ასპექტებში ვგავართ ერთმანეთს, თუმცა რონი სხვა დონეა.ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც პორტუგალიელს მადარებენ.ყოველთვის მოხარული ვარ, როდესაც ახლოს ვხედავ, რამეთუ ბევრს ვსწავლობ მისგან" - დაამატა ახალგაზრდა გოლეადორმა.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
Original Video- More videos at TinyPic
- 7 ივლისი 2012
- 2 692
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.