"რეალი" 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
Marca მადრიდის "რეალის" საზაფხულო კალენდარს გვამცნობს.
საბოლაოდ დადგინდა, რომ მადრიდის "რეალი" ამ ზაფხულს 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩი მაროკოს "ატლეტიკ ტეტუანის" წინააღმდეგ ტრანსპორტირების პრობლემების გამო აღარ გაიმართება.
ჟოზე მოურინიოს გუნდი 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მოურინიოს "რეალში" მოსვლის შემდეგ. პირველ სეზონში, როცა პორტუგალიელი სპეციალისტი მადრიდულ გრანდს სათავეში ჩაუდგა, გუნდმა 6 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, მეორე სეზონში კი 7.
პირველი ამხანაგური შეხვედრა 27 ივლის ლისაბონში ადგილობრივი "ბენფიკას" წინააღმდეგ გაიმართება. კლუბები ეუსებიოს თასისთვის შეერკინებიან ერთმანეთს.
ამის შემდეგ, მადრიდის "რეალი" ამერიკაში გაემგზავრება და 4 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 3 აგვისტოს გუნდი "ლოს ანჯელეს გალაქსის" დაუპირისპირდება (ქალაქ კარსონში, კალიფორნია), 6 აგვისტოს "სანტოს ლაგუნას" (ლას ვეგასში, ნევადა), 9 აგვისტოს "მილანს"(ნიუ იორკში) და 12 აგვისტოს "სელტიკს" (ფილადელფიაში).
ლა ლიგა სტარტს 18-19 აგვისტოს აიღებს. ამის შემდეგ გულშემატკივარს სუპერ თასის მატჩები ელის. 22 აგვისტოს მადრიდელები "კამპნოუზე" ეწვევიან კატალონიელებს, 29 აგვისტოს კი საპასუხო შეხვედრა გაიმართება "სანტიაგო ბერნაბეუზე".
მატჩი ბერნაბეუს თასისთვის სექტემბერში გაიმართება "მილონარიოს" წინააღმდეგ.
ინფორმაციის წყარო: Merengues.ru, Marca.com
- 7 ივლისი 2012
- 2 364
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.