ვილაშ ბოაშს ლასანა "ტოტენჰემში" სურს
ლასანა დიარას შეძენის სურვილი, კიდევ ერთმა კლუბმა გამოთქვა.
ბოლო დღეებში პრესა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს ლასანა დიარას "სპარტაკს", "ფენერბახჩეს" და "გალათასარაის" უკვაშირებდნენ, ახლა მათ რიცხვს პრემიერლიგის ბინადარი "ტოტენჰემიც" შეემატა.
როგორც გაზეთი Metro იუწყება "ტოტენჰემის" ახალ მწვრთნელს ანდრია ვილაშ ბოაშს სერიოზული მიზნები აქვს ლასანა დიარასთან დაკავშირებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მისი შეძენის სურვილი "ევერტონმა" და "ქუინს პარკ რეინჯერსმაც" გამოთქვეს.
ინგლისში ამტკიცებენ, რომ "ტოტენჰემა" უკვე შესთავაზა მადრიდის "რეალს" 5 მილიონი ევრო ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ. გარდა ამისა განიხილება ლასანა დიარას ტრანსფერში, მოდრიჩის ტრანსფერის ჩართვა, რომელმაც გავრცელებული ხმების თანახმად, უკვე პირადი კონტრქატი საკითხები მოაგვარა მადრიდის "რეალთან".
ინფორმაციის წყარო: Merengues.ru, As.com
- 6 ივლისი 2012
- 1 511
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.