"რეალს" სეგუნდა ბ-შიც ეყოლება წარმომადგენელი
რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ, რომ "რეალ მადრიდ C"-მ ფლეი-ოფის მატჩებში დამარცხების გამო, სეგუნდა ბ-ს საგზური ვერ მოიპოვა.
გამომდინარე იქედან, რომ რიგ კლუბებს, რომლებმაც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში თამაშის უფლება მოიპვეს, ფინანსური პრობლემები შეექმნათ, სეგუნდა ბ-ში ვაკანტური ადგილები გაჩნდა.მადრიდში გადაწყვიტეს, რომ კონკრეტული თანხის გადახდით, "რეალ მადრიდ C"-სთვის ადგილი ეყიდათ ხსენებულ ჩემპიონატში."რეალის" ხელმძღვანელები თვლიან, რომ მესამე გუნდის ფეხბურთელების განვითარებისათვის, აუცილებელია უფრო მაღალ დივიზიონში თამაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებს 190.000 ევროს გადახდა მოუწევთ.
მაშასადამე, მომავალ სეზონში, პრიმერაში, სეგუნდაში და სეგუნდა ბ-ში, სამეფო კლუბს წარმომადგენელი ეყოლება.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 6 ივლისი 2012
- 1 727
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.