ლუკას "საგა"
ლუკა მოდრიჩის საგა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ზღაპრის ფორმას იღებს.
Daily Mail-ი გახლდათ პირველი გამოცემა, რომელმაც ხორვატის, "ტოტენჰემიდან" გადაბარგების, სურვილი გაგვანდო.ამას მოჰყვა, Herzegovina.info-ს სიახლე, სადაც ეწერა, რომ მოდრიჩი აუცილებლად დატოვებდა ჩრდილოეთ ლონდონს და მის პოტენციურ კლუბად, "მანჩესტერი," "ჩელსი," "პსჟ" და "რეალი" მოიაზრებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2 ივლისს, "ას"-მა დაწერა, რომ ფეხბურთელის წარმომადგენელმა და სამეფო კლუბმა, უკვე მიაღწიეს შეთანხმებასო.ლუკას გამადრიდელება ყველაზე მეტად რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც "სპურსის" ბოსმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ფეხბურთელს არანაირ შემთხვევაში არ გაუშვებს პრემიერ ლიგის ბინადარ გუნდში ("არისტოკრატები" გასულ წელსაც ცდილობდნენ გამთამაშებლის დაყოლიებას, თუმცა ამაოდ).
გავრცელებული ინფორმაციით, მანდამაინც ინგლისელთა ინტერესებში არ შედის მოდრიჩის გაშვება, თუმცა მისი შენარჩუნებაც რომ რთულია, ყველას კარგად მოეხსენება.თავად ლუკას ჩემპიონთა ლიგაზე სურს ასპარეზობა.კლუბის გამოცვლის ერთ-ერთ მთავარი მიზეზად სწორედ ეს სახელდება.
"ტოტენჰემს" ისღა დარჩენია, მისთვის სასარგებლო ფასი დაადოს მოდრიჩს.სავარაუდოდ, საუბარი იქნება 50 მილიონ ევროზე.
ერთი სიტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ინფორმაციის წყარო: As.Com
- 5 ივლისი 2012
- 2 389
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.