მადრიდისტა "ცხრიანის" მოლოდინში
რამდენიმე დღის წინ, "მარკამ" გვახარა, რომ სულ ცოტაც და მორატა "რეალის" პირველი გუნდის ოფიციალური წევრი გახდებაო.
ფეხბურთის სტაჟიან ქომაგებს, არასოდეს დაავიწყდებათ, 1994 წელი, (სტადიონი "ლა რომედა"), როდესაც "7" ნომრიანი მაისურით მწვანე მინდორზე გამოჩნდა დებიუტანტი ბიჭუნა, სახელად რაულ გონსალესი.მისი ნომრის უკან, მადრიდიზმის იმედი და მოლოდინება იდგა.იქედან მოყოლებული, 2010 წლამდე, ჩვენ ვამაყობდით, რამეთუ შეტევის ხაზში, უცხოელ თავდასხმელებთან ერთად, ნამდვილიდი მადრიდისტა ბობოქრობდა.
ძვირფასო მკითხველო, აბა, თუ მიპასუხებთ, 1994 წლიდან დღემდე, რაულის გარდა, რომელი კანტერანოსი ფორვარდი გახსოვთ "რეალის" სასტარტოში? ალბათ, ბევრი თქვენგანი დაფიქრდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამაოდ."ელ კაპიტანოს" ეპოქაში, ნაკლებად ვსაჭიროებდით ადგილობრივ კადრს, თუმცა მისი წასვლის შემდეგ, მადრიდის აკადემიის გოლეადორებისათვის, პირველი გუნდის თავდასხმაში ადგილი აღარ მოიპოვება, რაც ძალიან მაწუხებს.
მეკა, აგანსო, სარატე, არანდა, ლუის გარსია, პორტილიო, როდრიგო, ნეგრედო, სოლდადო - აღნიშნული მოთამაშეები, ოდესღაც "რეალ მადრიდ კასტილიაში" გოლს გოლზე იტანდნენ.ქომაგები მოხიბლულნი ვიყავით მათით და გვეიმედებოდა, რომ რომელიმე მათგანი მადრიდისთვის შეუტევდა, თუმცა ამაოდ.ხშირ შემთხვევაში, მოთამაშეებს სათამაშო დროც არ ეძლეოდათ, ისე უშვებდნენ "ბლანკოსიდან."სამაგიეროდ, მოდიოდნენ, ოუენები, სავიოლები, ადებაიორები და ა.შ.არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ერთი-ორად მიხარია, როდესაც იგივე სოლდადო ან ნეგრედო, კასილიასის კარის ბადეში ბურთს ათავსებენ.ეს, კიდევ არაერთხელ უნდა განმეორდეს, რამეთუ შეიძლება კლუბის ბოსებს დაებადოთ კითხვა, რატომ? შეიძლება დაფიქრდნენ და აღარ გაიმეორონ წარსულში დაშვებული შეცდომები.
როგორც სტატიის დასაწყიში აღვნიშნე, მორატას სიახლემ ნამდვილად გამახარა.იმედი ჩამესახა, რომ მეტოქის კარში, კვლავ შეიძლება ვიხილო ნამდვილი მადრიდისტას გოლი.დიდი მადლობა კრიშტიანუს, ბენზემასა და იგუაინს, მაგრამ ვერცერთი, ისეთი მონდომებით ვერ ითამაშებს მადრიდის გერბის ქვეშ და ისეთი მონდომებით ვერ აღნიშნავს გატანილ გოლს, როგორც ამას, თუნდაც ალვარო გააკეთებს.პირადად მე, ჯერ კიდევ შარშან ვითხოვდი მორატას გაპირველებას(შეგიძლიათ დააკლიკოთ და იხილოთ პოსტი, სადაც ნათლადაა ასახული ჩემი პოზიცია).
მაშასადამე, სათაურშიც წერია და გავიმეორებ, რომ მადრიდისტა "ცხრიანის" მოლოდინში ვარ (ცხრიანის - ანუ გამტანის).მინდა, რომ ალვარო მორატა, რომელიც ყველაზე ახლოს არის ამასთან, "თეთრი მეომარის" პირდაპირი მემკვიდრე გახდეს.მინდა, რომ ისევ მივიღო სიამოვნება მადრიდული გოლებით.
და ბოლოს, მივმართავ დონ ფლორენტინოს, მისი თანაშემწეებს და მოუს, დააფასეთ მადრიდიდსტები (ფეხბურთელები) და დაგაფასებთ მადრიდისტები !!!
- 5 ივლისი 2012
- 2 115
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.