კარვახალი და ხოსელუ გამოცდილების მისაღებად მიდიან
გამოცემა As-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიოსთან კონსულტაციის შემდეგ, "კასტილიას" ლიდერები დატოვებენ.
საუბარია მარჯვენა მცველ კარვახალზე და გოლეადორ ხოსელუზე.მათი გაყიდვა "განსაკუთრებულს" ინტერესებში არ შედის, უბრალოდ ჟოზეს სურვილია, რომ ახალგაზრდებმა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში იასპარეზონ, პრაქტიკა მიიღონ და შემდეგ დაბრუნდნენ მადრიდში.
როგორც ცნობილია, ფეხბურთელების კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის წყალობითაც, სამეფო კლუბს მათი გამოსყიდვა შეეძლება.
ამ ეტაპზე, ხოსელუს წაყვანის ყველაზე დიდ სურვილს, ინგლისური "ვესტ ჰემი" გამოთქვამს.ისინი 5 მლნ. იხდიან მოთამაშეში და ამასთანავე მზად არიან, 2 წლის განმავლობაში, 6.5 მილიონის სანაცვლოდ დააბრუნონ "რეალში."
რაც შეეხება დანი კარვახალს, მისი მიმართულებითაც არაერთი სახელოვანი კლუბი გამოთქვამს ინტერესს.
"რეალის" აკადემიაშია, მხოლოდ ხესე და მორატა იქნებიან ხელშეუხებელნი.მომდევნო სეზონს, ხესე "კასტილიის" მთავარ შემადგენლობაში დაიწყებს, ხოლო ალვარო კი "რეალის" პირველ გუნდის განაცხადში იქნება.
ინფორმაციის წყარო: Merengues.Ru, Defensacentral.com
- 4 ივლისი 2012
- 2 103
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.