ალტინტოპს "აეკშიც" განიხილავენ
მოგეხსენებათ, ჰამიტ ალტინტოპის მადრიდული მომავალი ბურუსით არის მოცული, თურქ მოთამაშეს აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ჰამიტით რამდენიმე გუნდი გახლავთ დაინტერესებული, სავარაუდოდ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა შემოთავაზებებს განიხილავს და საუკეთესო ვარიანტს ამოარჩევს...
ალტინტოპს მშობლიური გალათასარაიც უხმობს, მაგრამ არ აპირებს იმ თანხის გადახდას, რომელსაც მადრიდელები ელიან. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ხეტაფე" აპირებდა აქტიურობას, მაგრამ მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა.
ჰამიტის ფასი დაახლოებით 2.5-იდან 3.5 მილიონამდე მერყეობს. დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თურქი მოთამაშე შესაძლოა "მეზობელმა" აეკმა გადაიბიროს, რომელიც მარჯვენა მცველის ძიებაში გახლავთ, მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ბერძნული გუნდი აშკარა ინტერესს გამოხატავს და ნაბიჯების გადადგმა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.
- 4 ივლისი 2012
- 1 394
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.