მადრიდული გეგმები
ცნობილია, რომ მადრიდის "რეალი" 15 ივლისს განაახლებს შეკრებას.
მადრიდისტები ვალდებებასის ბაზაზე მოიყრიან თავს.როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელები, თვის ბოლომდე, ეტაპობრივად შეუერთდებიან თანაგუნდელებს.
ამერიკულ ტურნეში, "ბლანკოსის" შემადგენლობა 1-ელ აგვისტოს გაემგზავრება.მანამდე კი, 2 ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი: 24 ივლისს, მოუს შეგირდები, ამხანაგურად გაგორებენ ბურთს მაროკოს დედაქალაქში, ადგილობრივ Atlético de Tetuán-თან, ხოლო 27 ივლისს, ეუსებიოს ტურნირზე "ბენფიკას" შეებრძოლებიან.
აღნიშნულის შემდეგ, დღის წესრიგში, აშშ-ს ტურნეს ფარგლებში გასამართი მეგობრული ორთაბრძოლებია.2 აგვისტოს, კალიფორნიაში, ბექემის "ლონ-ანჯელეს გალაქსისთან," 5 აგვისტოს, ლას-ვეგასში, "სანტოს ლაგუნასთან," 8 აგვისტოს, ნიუ-ორკში "მილანთან" და ბოლოს, 11 აგვისტოს, ფილადელფიაში, გლაზგო "სელტიკთან."
შოტლანდიის ჩემპიონთა დაპირისპირების შემდეგ, მადრიდელები ესპანეთში გამოემგზავრებიან, სადაც 18-19 აგვისტოს, ლა ლიგის თამაშები ელოდებათ, ხოლო 22-29 აგვისტოს სუპერ თასის მატჩები (პირველი კატალონიაში, მეორე დედაქალაქში).
ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება "ბერნაბეუს" ტროფეის გათამაშება.
მოკლედ და კონკრეტულად, სეზონის დაწყების წინ, მადრიდული გეგმები ასეთია.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 3 ივლისი 2012
- 2 587
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.