2012 წლის სუპერ თასის მატჩები ჩინეთში არ გაიმართება
El Confidential-ის ცნობით ორივე მხარე წინააღმდეგია სუპერ თასის ჩინეთში გამართვისა...
სუპერ თასის მატჩი, რომელიც აგვისტოში "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის უნდა ჩატარდეს ჩინეთში აღარ გაიმართება. El Confidential-ის ცნობით პეკინში ამ მატჩის გამართვას ორივე მხარე ეწინააღმდეგება.
რადგან სეზონი აგვისტოში იწყება გუნდები მიიჩნევენ, რომ ჩინეთში ჩასვლა დამღლელი იქნება ფეხბურთელებისათვის. ასევე მხარეებმა გაითვალისწინეს გულშემატკივრები, რომლებიც ვერ მოახერხებენ ჩინეთში გამგზავრებას და საყვარელი გუნდის ქომაგობას.
მესამე ფაქტორი ის გახლავთ, რომ ფედერაციამ კლუბებთან შეუთანხმებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, თანხა რომელიც "რეალმა" და "ბარსელონამ" უნდა მიიღოს, მათ ფინანსურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
ამიტომ ესპანეთის სუპერ თასის მატჩები, როგორც დაგეგმილი იყო ისე გაიმართება. 22 აგვისტოს "კამპ ნოუზე", ხოლო 29 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე".
ინფორმაციის წყარო: Merengues.ru
- 3 ივლისი 2012
- 1 877
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.