France Football: "კასილასმა დაიმსახურა" ოქროს ბურთი "
ფრანგული ჟურნალის აზრით, ოქროს ბურთი, მადრიდის "რეალის" გოლკიპერს, იკერ კასილასს ეკუთვნის...
"France Football"-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ოქროს ბურთს იკერ კასილასი უნდა დაეუფლოს, რამეთუ "ფურია როხას" კაპიტანი ნამდვილად იმსახურებს ამას.
"იკერის" ამაგი ნამდვილად დაუფასებელია, სწორედ მისი შესანიშნავი სეივების მეშვეობით მოიგო ესპანეთმა 2008-წლის ევროპის ჩემპიონატი, იგი შემკულია ლიდერის თვისებებით, ამიტომაცაა მადრიდის "რეალისა" და "ესპანეთის" კაპიტანი.
განვლილი ევორპის ჩემპიონატის მატჩებში იკერის კარი მხოლოდ ერთხელ დაილაშქრა, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით (პენალტების სერიას პორტუგალიასთან), თუმცა იმ შეხვედრაშიც კასილასმა შეძლო ბოლომდე დაეცვა საკუთარი კარიბჭე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანეთის მაისურით ჩატარებული 137-შეხვედრიდან, კასილასმა, 75-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეენახა.
ისტორიაში მხოლოდ 2-მა ესპანელმა შეძლო "ოქროს ბურთის" დაუფლება: ალფრედო დი სტეფანო ("რეალი", 1959) და ლუის სუარეზი ("ბარსელონა", 1960).
მეკარეებიდან ჯერ ჯერობით მხოლოდ ლევ იაშინს ხვდა ოქროს ბურთი წილად. (1963)
- 2 ივლისი 2012
- 3 356
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.