მადრიდში ლუკასთვის ნომერს არჩევენ
ყოველდღიური გამოცემა "მარკა" იუწყება, რომ ლუკა მოდრიჩის გამადრიდელები ფაქტიურად გადაწყვეტილი საქმეა.
მეტიც, სამეფო კლუბში, ხორვატი გამთამაშებლისათვის, მაისურის ნომერს არჩევენ.როგორც იცით, მოდრიჩი "ტოტენჰემში" 14 ნომერით ასპარეზობდა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 10.გამომდინარე იქედან, რომ "ბლანკოსში" აღნიშნული ციფრები სერიოზულ ფიგურებს აქვთ დაბევებული, ლუკასთვის შესაფერის ვარიანტს არჩევენ.გავრცელებული ინფორმაციით, კაკას წასვლის შემთხვევაში, "8" სწორედ ხორვატს ერგება მემკვიდრეობით, ხოლო თუ ეს არ მოხდა, მაშინ ბექემის "23"-ს ახალი მფლობელი გამოუჩნდება.
ისევდაისევ "მარკას" თუ მივენდობით, მოდრიჩში 35 მილიონს გადაიხდიან ესპანელები.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 2 ივლისი 2012
- 3 687
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.