ბენტო : "რონალდო დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება"
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ბენტომ კრიშტიანო რონალდოს ხოტბა შეასხა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა...
"რონალდო ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევს თამაში, მაგრამ მაინც ახერხებს გოლების გატანას და საკუთარი გუნდისთვის უდიდესი დახმარების გაწევას."
"ევროპის ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამის შანსი ნამდვილად გვგქონდა. ვფიქრობ, 1/2 ფინალიდან გამოვარდნა რონის წარმატებაზე არ უნდა აისახოს და სწორედ იგი უნდა დაეუფლოს ოქროს ბურთს."
"კრიშტიანო უდიდეს სამუშაოს ეწევა, ვარჯიშებზე მასზე აქტიური არცერთი ფეხბურთელი არ გახლავთ. იგი უბრალოდ ფანტასტიკური ფეხბურთელია, მისნაირები ხშირად არ იბადებიან, დარწმუნებული ვარ პორტუგალიის ნაკრები და მადრიდის "რეალი" მასთან ერთად მწვერვალებს დაიპყრობენ."
- 30 ივნისი 2012
- 3 959
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.