იკერის რეკორდი

იკერ კასილიასმა, როგორც კაპიტანმა ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში...

მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. პირველად იკერ კასილიასმა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. მაშინ, ესაპნელებს სულ 3 მატჩის ჩატარება მოუწიათ, რამეთუ ჯგუფში ჩარჩნენ. პირველი მატჩი "ფურია როხამ" რუსეთთან გამართა და 1-0 დაამარცხა, ბერძნებთან ფრედ 1-1 ითამაშეს, ხოლო მასპინძელ პორტუგალიასთან 0-1 დამარცხდნენ. ცხადია, მაშინ იკერი ესპანეთის ნაკრების კაპიტანი არ გახლდათ.

2008 წელს კი იკერი უკვე კაპიტნის რანგში გავიდა მოედანზე. როგორც იცით, აღნიშნულ წელს ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა. ჯგუფურ ეტაპზე კასილიასმა მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა, რუსეთთან და შვედეთთან, რომელიც ესპანეთმა შესაბამისად 4-1 და 2-1 მოიგო. ცხადია, მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალშ "სან იკერმა" იასპარეზა.(1/4 ფინალი 0-0 იტალიასთან, 1/2 ფინალი 3-0 რუსეთთან და ფინალი 1-0 გერმანიასთან).

რაც შეეხება ევრო 2012-ს, აქ იკერმა უკლებლივ ყველა მატჩში იასპარეზა. ჯერ იტალიასთან 1-1, შემდგომ ირლანდიასთან 4-0, ხორვატიასთან 1-0, საფრანგეთთან 2-0 და პორტუგალიასთან 0-0. როგორც ედავთ, კასილიასს ჯამში უკვე 10 მატჩი დაუგროვდა კაპიტნის რანგში, რაც ევროპის ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში რეკორდი გახლავთ. აქამდე 9-9 მატჩი დეშამს, გულიტსა და მალდინის ჰქონდათ ჩატარებული...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)