იკერის მშრალი სერია
იკერის მშრალი სერია 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან დაიწყო. როგორც იცით, მაშინ იტალიასა და ესპანეთს შორის მატჩი 0-0 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში "ფური როხამ" იმარჯვა 4-2. ცნობისთვის, იკერმა დი ნატალესა და დე როსის პენალტების მოგერიება მოახერხა. ნახევარფინალში ესპანელებმა 3-0 დაამარცხეს რუსეთი. შეიძლება ითქვას, რომ აქ "სან იკერს" ბერვი საქმე არც ჰქონია. ხოლო ფინალში ესპანელებმა გერმანიას სძლიეს 1-0. ცხადია, კასილიასი მოწოდების სიმაღლეზე იყო.
მისი მშრალი სერია 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაგრძლედა. მეოთხედფინალში ესპანელებმა ფრანგებს სძლიეს 2-0, თუმცა აქ იკერს ძალიან ცოტა სამუშაო ჰქონდა, რაც შეეხება ნახევარფინალს, სწორედ კასილიასს მიუძღვის უდიდეს წვლილი, რომ ფინალში ესპანეთია და არა პორტუგალია. ჯერ იყო და მან რამდენიმეჯერ გადაარჩნა გუნდი გოლის გაშვებას, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ერთი პენალტის მოგერიებაც შეძლო...
- 29 ივნისი 2012
- 2 906
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.