იკერი: "ბუფონი ყველასთვის სამაგალითო მეკარეა"
იკერ კასილასმა, ჯან ლუიჯი ბუფონსა და იტალიის ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა...
"ჯიჯის თამაშით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი და უდიდეს პატივს ვცემდი მას, იტალიელი მეკარე ნებისმიერი დამწყები გოლკიპერისთვის სამაგალითოა. იგი უკვე 34 წლის არის, მაგრამ საერთოდ არაფერი ეტყობა და უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ყოველთვის უნდა მივდიოთ ბუფონის მაგალითს, რადგან იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია."
"დარწმუნებული ვარ ფინალი ძალიან ამაღელვებელი იქნება. მე და ჯიჯი როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე მრავალჯერ დავპირისპირებივართ ერთმანეთს, ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი კოლეგის ხილვა, როგორიც ჯან ლუიჯია."
კასილასმა ასევე იტალიის ნაკრების სიძლიერეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს რთული მატჩის გადატანა მოუწევს.
"სკუადრა აძურას ბრწყინვალე კოლექტივი ჰყავს, ამ ნაკრებში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება და ეს მათ ბევრჯერ დაამტკიცეს. როდესაც ფინალში გავედით და მეორე ფინალისტს ველოდებოდით, კარგად ვხვდებოდით, რომ ყველა ვარიანტში ურთულესი მეტოქე გვეყოლებოდა, რადგან როგორც "ლურჯები" ასევე, გერმანელები უდიდეს ძალას წარმოადგენენ. იტალიას სპეციფიკური გუნდი ჰყავს და მათთან დაპირისპირება უდიდეს ძალისხმევას გულისხმობს.
- 29 ივნისი 2012
- 3 489
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.