15 ივლისამდე რამდენიმე ფეხბურთელი რეალს დატოვებს
მოურინიოს ახალი ფეხბურთელების დამატება სურს, თუმცა ამის გაკეთება შეუძლებელია, სანამ გუნდს არ დატოვებს რამდენიმე ფეხბურთელი. სავარუდოდ ისინი სხვა გუნდებში 15 ივლისამდე გადაბარგდებიან.
პედრო ლეონი იჯარის წესით კიდევ ერთ სეზონს გაატარებს ხეტაფეში, თუმცა მადრიდული გუნდი მის გამოსყიდვას აპირებს და სამეფო კლუბს 6 მილიონი ევრო შესთავაზა. დარჩა კიდევ 4 ფეხბურთელი, რომელებიც დიდი ალბათობით დატოვებენ სამეფო კლუბს.
პირველი არის ფერნანდო გაგო, მან რომაში ნორმალური სეზონი ჩაატარა და ძირითადის ფეხბურთელი იყო, ის ახლა დაბრუნდა მადრიდის რეალში და მოურინიო განიხილავს დარჩება თუ არა ის სამეფო კლუბში.
მეორე არის კარვალიო. ყველამ იცის, რომ ვეტერანმა პორტუგალიელმა მცველმა ბოლო სეზონი გაატარა მადრიდის რეალში და აუცილებლად დატოვებს კლუბს, თუმცა სად გააგრძელებს რიკარდო კარიერას არავინ იცის.
მესამე - ლასანა დიარა. მან მწვრთნელის ნდობა სეზონის მიწურულს დაკარგა, მართალია არც მანამდე ეძლეოდა ბევრი სათამაშო დრო, მაგრამ ბოლო შეხვედრებში უღიმღამო თამაშით მან საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.
ბოლოს კი ჰამიტ ალტინტოპი, რომელიც კვლავ რჩება სამეფო კლუბის ყველაზე უცნაურ ტრანსფერად გასულ სეზონში. მან მინიმალური სათამაშო დრო მიიღო მადრიდის რეალში და ხშირად განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა, ამიტომ ის აუცილებლად წავა სამეფო კლუბიდან.
- 29 ივნისი 2012
- 3 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.