მადრიდისტები "პირინეული" დერბის შემდეგ
პორტუგალიელმა და ესპანელმა მადრიდისტებმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს.
კრიშტიანუ რონალდუ: "რა თქმა უნდა, ნაწყენი ვარ მოვლენების ამგვარად განვითარებით.ნახევარფინალურ სტადიაზე, პენალტების სერიაში წაგება, ძალიან მძიმეა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანების სერია ლატარეაა.საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიამ წარმატებით იასპარეზა.ჩვენ 4 საუკეთესო გუნდს შორის მოვხდით.ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა.ვამაყობთ, ჩვენი გამოსვლით კონტინენტის პირველობაზე, თუმცა ცოტათი იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ფინალში გასვლა შეგვეძლო."
"როგორც ყოველთვის, ძალები არ დავზოგე.ამავეს თქმა შეიძლება გუნდზეც.ჩვენ ფინალში გასვლას ვიმსახურებდით."
სერხიო რამოსი: "რთული დაპირისპირება გამოდგა.მოწინააღმდეგემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.ყველაზე მნიშვნელოვანი, ფინალის საგზურის მოპოვებაა.ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება და ქომაგები იამაყებენ ჩვენით.სიმართლე გითხრათ, პენალტის დარტყმა მინდოდა, განსაკუთრებით "ბაიერნთან" მომხდარი ინციდენტის შემდეგ."
იკერ კასილიასი: "პენალტების წარუმატებლად დაწყების შემდეგ, საჭირო იყო მეტოქის დარტყმის მოგერიება, რაც საბედნიეროდ, შევძელით.მიხარია, რომ სერიის ბოლოს გაგვიმართლა.ასეთ დროს ფორტუნის შენს მხარეზე ყოფნა ბევრს ნიშნავს.1 თვის წინ, თერთმეტმეტრიანების შეჯიბრში დავმარცხდი, თუმდა დღეს გავიმარჯვე."
"ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დაგვიფასდა.ნამდვილად არვიცი, კვირას ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, თუმცა მთავარი ის არის, რომ "ფურია როხა" ფინალშია."
ჩაბი ალონსო: "საბედნიეროდ, დღევანდელი საღამო ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.სიმართლე გითხრათ, მოწინააღმდეგესთან გაგვიჭირდა და ამაზე აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ.ექსტრა ტაიმის დროს რამდენიმე მომენტი გავანიავეთ.ვიცოდით, რომ რთული დაპირისპირება იქნებოდა.მეტოქე ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო.ვფიქრობ, მათი კონტრ-შეტევების შეჩერებას ვახერხებდით."
"ასეთი ტიპის შეხვედრებში სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.ჩვენ ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.სახლში კი თასით დაბრუნებას ვგეგმავთ.ჩემი პენალტი დროს, კიპერმა ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა.მადლობა თანაგუნდელებს, შეცდომის გამოსწორებისათვის."
- 27 ივნისი 2012
- 4 863
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.