სერხიო მატჩის MVP
გულშემატკივართა და სპეციალისტთა უმრავლესობა, თერთმეტმეტრიანების სერიას, საფეხბურთო ლატარეად მოიხსენიებს, რაშიც ვეთანხმები მათ.
მადრიდელთა სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სერხიო რამოსს უბრალოდ არ გაუმართლა.ალბათ, კარგად გახსოვთ, თუ როგორი მითქმა-მოთქმა მოყვა გაფუჭებულ პენალტს თამაშის შემდეგ.ანტიმადრიდისტები და ნეიტრალური ქომაგები, ნოიერის კარში დარტყმულ ბურთს სხვა პლანეტებზე ეძებდნენ.კიდევ ბევრი ვარიანტი შემოგვთავაზეს მათ, მაგრამ როგორც ვნახეთ, არც სერხიო დარჩა ვალში.
რა თქმა უნდა, "რეალი" - "ბაიერნის" შედეგს არაფერი ეშველება, მაგრამ პორტუგალიის კარში შესრულებული პენალტით, ანდალუსიელმა მცველმა დაამტკიცა, რომ თერთმეტი მეტრიდან კარში ზუსტი დარტყმა მასაც შეუძლია.რამოსმა ე.წ. პანენკა შემოგვთავაზა, რაც რამდენიმე დღის წინ პირლომ შეგვახსენა.
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ სერხიომ მოკითხვა შეუთვალა კრიტიკოსებს და ამასთანავე უთხრა, რომ სწორედ პენალტის ლამაზად შესრულებისთვის Man Of the match გავხდიო.შესაბამისად, როგორც ის იტყოდა, "ფეხბურთში ყოველთვის მოგეცემა რევანშის შანსი."
პ.ს. მეოთხედფინალურ სტადიაზე, 4 თამაშიდან, 3-ში მადრიდელი გახდა თამაშის MVP.იმედია, ხვალ იოზილი და ხედირა გვასახელებენ.
- 27 ივნისი 2012
- 4 533
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.