არბელოა: "იმედი გვაქვს, რონალდუს შეჩერება შეუძლებელი არ იქნება"
ესპანეთის მარჯვენა მცველმა, ალვარო არბელოამ, ისაუბრა ხვალინდელ შეხვედრაზე და ასევე თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე.
„ჩვენ ვიცით თუ როგორი კარგი არის რონალდუ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ, რადგან მან ჩვეულ სტილში არ ითამაშოს.“
„კოენტრაო,პეპე და კრიშტიანო იქნებიან მოწინააღმდეგეები. აქ არ არსებობს თანაგუნდელობა."
„კრიშტიანოს შეჩერება ყოველთვის ითხოვს ძალიან დიდ გარჯას, როგორც ფიზიკურს და ასევე გონებრივს. რთულია, როდესაც თამაშობ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან, ამიტომ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა მისი შეჩერება შევძლოთ. ჩვენ ვიცით რომ შეუძლებელი არაფერია.“
„ეს იქნება ძალიან რთული მატჩი. მაგრამ ეს მხოლოდ მატჩია. ურთიერთობა ჩემ მადრიდელ თანაგუნდელებთან გაგრძელდება ყოველგვარი პრობლემების გარეშე.“
ასევე არბელოამ დაამატა, რომ მას ჯერ არ უსაუბრია რონალდუსთან და არც აპირებს თამაშის დასრულებამდე. მან ასევე აღნიშნა რომ პორტუგალია არ არის მხოლოდ კრიშტიანო რონალდუ :“იქ არიან სხვა პორტუგალიელი ფეხბურთელები ძალიან დიდი ტალანტით.“
ინფორმაციის წყარო:AS.COM
- 26 ივნისი 2012
- 1 802
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.