უხილავი მებრძოლი
ნათლად მახსოვს ის დღე , როდესაც ბალაკმა მიიღო ტრამვა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. მაშინ პირველი რაც გავიფიქრე იყო ხედირას შანსი რომელიც მას უნდა მისცემოდა. ბევრმა იმ მომენტისთვის არც კი იცოდა მის შესახებ , არ იცოდა სამის შესაძლებლობები . რატომ მაინც და მაინც ის ? რამოდენიმე დღის შემდგომ ის იქნა გამოძახებული გერმანიის ეროვნულ ნაკრებში . ის ჩაერთო ბრძოლაში, შეუწყვილდა რა შვაინშტაიგერს და მიიღო მონაწილეობა მხოლოდ ერთ საკონტროლო მატჩში გადამწყვეტ ფაზამდე...
მისი სიძლიერე პირველივე მატჩის შემდგომ გახდა ნათელი ყველასათვის . ამის შემდგომ კი წამყვანმა გაზეთებმა დაიწყეს წერა მისდამი გაჩენილ ინტერესზე რამოდენიმე ტოპ კლუბის მიერ, მაგრამ "ბლანკოსმა" ყველას დაასწრო . მადრიდისტებს თავიდან ეს ტრანსფერი ცოტა არ იყოს უნცაურად მოეჩვენათ . უცნაური ალბათ იოლ ფორმაშია ნათქვამი ,ჩვენ ხომ შევეჩვეულები ვართ ჩამოყალიბებული ფეხბურთელის ხილვას კლუბში , ტოპ კლასის ვარკსვალავებს რომლებმაც უკვე დაამტკიცეს ყველაფერი . ეს კი ნაკლებად ცნობილი ბიჭი , რომელსაც ჯერ არაფერი ქონდა დამტკიცებული , ეჭვს იწვევდა გულშემატკივარში . მასზე ძალიან ცოტა ვიდეოს თუ მოიძიებდით ყველასათვის საყვარელ საიტ "youtube"-ზე! ქომაგებს ვერ გაეგოთ თუ რატომ იქნა შეძენილი ფეხბურთელი "შტუტგარტიდან" , ისეთ კლუბში რომელსაც მიზნად ქონდა დასახული კატალონიური "ბარსელონა"-ს ჰეგემონიის დამხობა. როგორც აღმოჩნდა ხედირა იყო დასაწყისი ახალი სატრანსფერო პოლიტიკისა მადრიდულ კლუბში, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით - მას შემდეგ ამ უკანასკნელის ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა და პერსპექტიულმა ფეხბურთელებმა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩის წინ სამი ხედირა უკვე შეძენილი გახლავთ სამეფო კლუბის მიერ , ხოლო უშუალოდ მატჩში კი მას გააქ გამარჯვების მომტანი გოლი ურუგვაის ეროვნული ნაკრების წინააღდეგ და გერმანიისთვის ბრინჯაოს მედლები მოაქ. ვინ წარმოიდგენდა ჩემპიონატის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე ,რომ ეს ბიჭი გახდებოდა ძირითადის წევრი ისეთი ნაკრებისა როგორიც გერმანია?
თავის პირველ მადრიდულ სეზონშიც ხედირა გახდა ძირითადის ფეხბურთელი , ხაბი ალონსოს მეწყვილე , ბიჭი რომელიც ყველგან და ყველაფერს ასწრებს , აზღვევს თანაგუნდელებსაც და ერთვება შეტევაშიც საჭიროებისამებრ , მან ადვილად გადალახა ყველა ბარიერი რომელიც წარმოიშვა მის მიერ გავნლილ ან გასავლელ გზაზე . სხვა სიტყვებით , რომ ვთქვათ თუ თქვენ მოგიწევთ მას გზაზე გადაეღობოთ , თქვენ ნამვილად არ გაგიმართლებთ .
ერთ-ერთი პირველი მისი "ტოპ- მატჩი" მადრიდის "რეალის" მაისურით შედგა "მილანის" წინაამღდეგ , "სანტიაგო ბერნაბეუზე".
ფაქტობრივად 1 წლის წინ მათ მადრიდში იმარჯვეს ანგარიშით 0:2 , რის გამოც სამეფო კლუბი და მისი ქომაგები რევანშის წყურვილით იყვნენ შეპყრობილნი . ის შედგა. ამასთანავე , ანგარიშით 2:0 , რომელიც ნამდვილად არ ასახავდა იმას თუ რახდებოდა მოედანზე , რადგან მილანის ფეხბურთელები მატჩის დასრულების შემდგომ ძალიან დაღლილად გამოიყურებოდნენ , რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ხედირამ , რადგან მან შეუმცირა ჟანგბადის მიწოდება მილანის ფეხბურთელებს მოედნის შუაგულში .
ჟოზეს ძალიან მოსწონს სამი , მან არაერთხელ აღნიშნა , რომ ჩრდილში მყოფი და უაღრესად დიდი "შავი სამუშაოს" შესრულებით ხედირა გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად გვევლინება . რაც მან დაამტკიცა სამეფო თასის ფინალში "ბარსელონას" წინაამღდეგ. იმ დღეს ის კიდევ ერთხელ იყო გმირი , რომელსაც თამაშის შემდგომ არ იხსენებენ.
შემდეგი სეზონი - საჩემპიონო სეზონი , რომელშიც "ბლანკოსი" ხსნიდა რეკორდს -რეკორდზე და დააგროვა 100 ქულა . მასში კი იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი , რომელშიც ჩემპიონის ბედი წყდებოდა. მატჩი მარადიული მოწინაამღდეგის წინაამღდეგ მისივე მოედანზე, მარცხი ამ მატჩში კი ნიშნავდა იმ ყველაფრის დაკარგვას რაც განვლილი 9 თვის მანძილზე იქნა მიღწეული.
თამაშიც დაწყვებიდან რამოდენიმე წუთის შემდგომ ხედირამ ისარგებლა რა გამოცდილი პუიოლის შეცდომით და მადრიდის "რეალი" დააწინაურა . შემგომ კი გააკეთა ყველაფერი იმისათვის ,რომ კატალონიელებს მოედანი 0 ქულით დაეტოვებინათ. ხედირამ კვლავ შეიტანა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი და ისევ დარჩა უფრო პოპულარული თანაგუნდელების ჩრდილში.
ახლა კი დადგა ევროპის ჩემპიონატის დროც . ბევრი მიიჩნევდა და ეჭვ ქვეშ აყენებდა ხედირას ძირითადში დაყენებას. " რატომაც არა კროსი ? ტონი და შვაინშტაიგერი ხომ ერთ კლუბში გამოდიან ? " მაგრამ ლიოვმა ხედირაზე გააკეთა გათვლა და ჯგუფურ ეტაპზე სამიმ გაამართლა მწვრთნელის ნდობა. ახლა არავის ებადება ეჭვი იმაზე ,რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის . ხედირა არა "შვანშტაიგერის მეწყვილე" , არამედ მოთამაშეა, რომელიც კარნახობს თამაშის რიტმს ,სამი სპობს ყოველგვარ საფრთხეს ,რომელიც გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ემუქრება ; ამასთანავე ის მატჩში საშუალოდ 12 , 13 კილომეტრს ფარავს .იქმნება წარმოდგენა ,რომ მატჩის დასრულების შემდგომ ის მზადაა ითამაშოს კიდევ ერთი მატჩში და შემდეგ კიდევ ერთი. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში , რომ მუდმივი ენერგიის წყარო არსებობს , მათ შეუძლიათ ის ხედირაში ჰპოვონ.
ევროპის ჩემპიონატზე ნაკლებად სავარაუდოა , რომ გაზეთები აჭრელებდება მასზე წერით . ის დარჩება ჩრდილში , ისევე როგორც ყოველთვის , მაგრამ ზუსტად ასეთი ფეხბურთელები არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნებისმიერი ნაკრებისთვის , ნებისმიერი კლუბისთვის.
- 25 ივნისი 2012
- 3 093
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.