იოზილი: "ესპანეთს არაფერი აქვს დასამტკიცებელი"
სამეფო კლუბის გამთამაშებელი, მესუთ იოზილი, "ფურია როხას" გამოექომაგა.
საფრანგეთთან უღიმღამო შეხვედრის ჩატარების შემდეგ, დელ ბოსკესა და თავის შეგირდებს იტალიური პრესის კრიტიკა დაატყდათ თავს.აპენინელი ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ მოქმედმა ჩემპიონმა მოსაწყენი დაპირისპირება გამართა: "მოსაწყენი? ესპანეთის ნაკრებს არაფერი აქვს დასამტკიცებელი.ისინი გათამაშების უპირობო ფავორიტები არიან" - დასძინა მესუთმა.
"წითლებისა" და "მამლების" ორთაბრძოლას თვალ-ყური მივადევნე.ვფიქრობ, მათ დიდებულად ითამაშეს, რამეთუ პირველი წუთებიდან, თამაშის დასრულებამდე, მოედანზე დომინირებდნენ.ამ ნაკრებმა ბოლო წლებში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებსაც შეიძლებოდა."
"ამ ეტაპზე მხოლოდ იტალიასთან გასამართი მატჩით ვინტერესდები.ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ კონტინენტის პირველობის ფინალისტები, გერმანია და ესპანეთი იქნებიან.ნახევარფინალურ სტადიაზე პროგნოზების გაკეთება არარეალურია."
"ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, 10 მადრიდისტა მიიღებს მონაწილეობას, რაც ძალიან მახარებს.ჩვენ, ყოველ წარმატებას, ესემესისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ვულოცავთ ერთმანეთს."
- 25 ივნისი 2012
- 2 367
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.