მენდილიბარი:"ჩვენ ნახევარ საათში დავმარცხდით"
"ვალიადოლიდის" მწვრთნელ ხოსე მენდილიბარის აზრით მისი გუნდი ნახევარ საათში დამარცხდა, როცა გაუშვა ორი გოლი მეტოქე გუნდისგან. პატარა პრესკონფერენციის დროს მენდილიბარმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი იმიტომ დამარცხდა, რომ "რეალის" ეშინოდა.
რა დააკლდა "ვალიადოლიდს", რომ მიეღწია დადებითი შედეგისთვის?
ჩვენ გვსურდა შეგვეცვალა მატჩის შედეგი, მაგრამ ამის მიღწევა "ბერნაბეუზე" ძალიან რთულია. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ჩვენ დავუშვით შეცდომები და დავისაჯეთ ორი გოლით. 2:1–ს შემდეგ კი ჩვენ დავეუფლეთ ბურთს და შევქმენით რამდენიმე სახიფათო მომენტი.
რა შეგიძლიათ თქვათ მადრიდის "რეალზე"?
ისინი არ თამაშობდნენ კარგ ფეხბურთს და არ დომინირებდნენ მოედანზე, მაგრამ მათ ჰყავთ ისეთი ინდივიდუალური ფეხბურთელები, რომლებთაც შეუძლიათ გადაწყვიტონ ნებისმიერი მატჩის შედეგი. ვიმეორებ, ჩვენ წავაგეთ თამაში პირველ ნახევარ საათში, შემდეგ კი გაგვიჭირდა მატჩის ბედის გადაწყვეტა.
და რატომ გაუშვით თქვენ ორი სწრაფი გოლი? გუნდი საბრძოლველად გავიდა მოედანზე...
არაა ადვილი ითამაშო ასეთ სტადიონზე. მითუმეტეს "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ, სადაც თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. მათ გვაიძულეს უკან დაგვეხია, ჩვენ კი მივეცით უფლება შეექმნათ სახიფათო მომენტები ჩვენს კართან. საერთოდ რთულია ასეთი გუნდის წინააღმდეგ თუნდაც ქულა მოიპოვო.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 18 ოქტომბერი 2009
- 2 583
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.