ემერი : ჩვენ გვსურს დიარას შეძენა
ესპანურ საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსკოვის სპარტაკი ლასანა დიარას გადაბირებით არის დაინტერესებული. რუსული გუნდი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს...
ლასანას ამჟამინდელი ხელფასი სამეფო კლუბში 3.5 მილიონი ევროა, მაგრამ ფრანგი მოთამაშე უკვე დიდი ხანია გასამრჯელოს 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, მოსკოვური გუნდი კი ამ თანხის ხელფასად გადახდას თანხმდება.
ხელფასი ცნობილია, მაგრამ არ სახელდება თანხა, რომელსაც "სპარტაკი" ფრანგი მოთამაშის სანაცვლოდ სამეფო კლუბს გადაუხდის. ზინედინ ზიდანს არაერთხელ განუცხადებია, რომ დიარა გუნდს მიზერულ ფასში არცერთ ვარიანტში არ დატოვებს, ჟურნალისტთა ვარაუდით კი სპარტაკმა ჯიბე 10 მილიონზე მეტით უნდა გაითხელოს.
მოსკოველთა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, რომელიც წლების მანძილზე ვალენსიას ედგა სათავეში, აცხადებს, რომ გარიგების წარმატებად დასრულების შემთხვევაში ლასი მუდმივად იქნება მისი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი.
"ჩვენთვის ლასის შეძენა უდიდესი წარმატება იქნება, რადგან მისი დონის ნახევარმცველი გუნდში აუცილებლად საჭიროა, ბრძოლისუნარიანობა და სისწრაფე მისი დამახასიათებელი თვისებებია."
"თუკი ტრანსფერი შედგა, დიარა ჩემი გუნდის ნახევარდაცვის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდება, იმედს გამოვთქვამ ყველაფერი კარგად დასრულდება და ლასი სპარტაკის ფორმას ჩაიცვამს."
- 24 ივნისი 2012
- 1 391
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.