მესუთ ოზილი არ იყიდება
მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი, ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ამას ემატება 2 ძალიან კარგი სეზონი სამეფო კლუბში, ოზილის შეძენით ძალიან ბევრი გრანდი ინტერესდება, რადგან ის უკვე ვარსკვლავია და რამდენიმე წელიწადში შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებლადაც მოგვევლინოს...
გაგერმანებული თურქის შეძენით მანჩესტერ სიტი დიდი ხნის მანძილზე ინტერესდებოდა, ინგლისელებმა მისთვის სილვას დათმობაზეც კი თქვეს თანხმობა, მაგრამ ჟოზე მოურინიო საკუთარ შეგირდს არაფრის დიდებით არ ელევა. მესუთი ასევე მანჩესტერ "იუნაიტედს" და მილანის "ინტერს" სურდათ, მაგრამ არცერთი მათგანი თანხას არ ასახელებდა.
დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველა დაინტერესებულ გუნდს შეუძლია უკან დაიხიოს, რადგან მადრიდული გიგანტი მესუთს არცერთ ვარიანტში არ გაყიდის, ასევე უარს აცხადებს ნებისმიერ ბარტერზე და სამეფო კლუბის "10"-იანი, მინიმუმ მომავალ სეზონში "ბლანკოსის" ღირსებას დაიცავს.
- 24 ივნისი 2012
- 2 001
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.