ესპანელები რონალდუს განეიტრალებაზე საუბრობენ

რაც უფრო ახლოვდება, ესპანეთისა და პორტუგალიის დაპირისპირება, მღელვარება მატულობს, როგორგ ერთ, ასევე მეორე ბანაკში.

"პორტუგალია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კრიშტიანუ რონალდუ" - აღნიშნული ფრაზა "ფურია როხას" გასახდელიდან გამოვიდა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ "რეალის" გოლეადორი, განსაკუთრებული ფეხბურთელია.

მართალია, რონის ეროვნულ ნაკრებში, საშუალოდ 0.37 გოლი გააქვს მატჩში (ბლანკოსში 1.02 - ავტ), მაგრამ მიმდინარე ევროზე მისი გამოსვლა უკვე წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ.აქედან გამომდინარე, "ულვაშას" შეგირდები ბევრს საუბრობენ კრიშტიანუს განეიტრალებაზე.გთავაზობთ, ციტატებს მათ ინტერვიუებიდან:

"ეს არა მადრიდულ-კატალონიური, არამედ პორტუგალიურ-ესპანური ჯახია.ყველას კარგად მოგვეხსენბა, თუ როგორი დიდებული მოთამაშეა რონალდუ.ის დიდ დროს არბელოას ფრთაზე გაატარებს, მაგრამ საჭიროა გუნდური მუშაობა, რათა მისი შეჩერება შევძლოთ - დასძინა სერხიო ბუსკეცმა.

"ნამდვილად რთულია ისეთი შესაძლებლობის ფეხბურთელის შეჩერება, როგორიც კრიშტიანუა.არ აქვს მნიშვნელობა სივრცე აქვს თუ არა მას მოედანზე, ორივე შემთხვევაში თანაბრად სახიფათოა" - აღნიშნა დელ ბოსკემ.

"რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.მას მხოლოდ კოლექტიური წინააღმდეგობა თუ გააჩერებს" - განაცხადა პიკემ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 7
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 რაფინია 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (206)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)