ტორილი "კასტილიის" მენეჯერი გახდება
გავრცელებული ინფორმაციით, "რეალ მადრიდ კასტილიის" დამრიგებელი ალბერტო ტორილი, მენჯერის ფუნქციასაც მოირგებს.
უხეშად რომ ვთქვათ, ტორილი "კასტილიის მოურინიო" იქნება.ის მწვრთნელობასთან ერთად, La Fábrica-ს ხელმძღვანელის, რამონ მარტინესის, მარჯვენა ხელობასაც შეითავსებს.შესაბამისად, თანამდებობას დატოვებს სელექციური სამსახურის უფროსი.როგორ ხედავთ, "რეალის" მეორე გუნდში, ინგლისური ფეხბურთისთვის კარგად ცნობილი მენეჯერის ინტიტუტი მკვიდრდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სწორედ მოურინიოს იდეა იყო, მადრიდში მენეჯერობის შემოღება.
- 23 ივნისი 2012
- 1 246
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.