65-ე გოლი სეზონში
ჩეხეთის ეროვნული ნაკრების კარში გატანილი გოლი, კრიშტიანუ რონალდუსთვის 65-ე გამოდგა სეზონში.
პორტუგალიელმა მეგა-ვარსკვლავმა, 60 ბურთი საკლუბო, ხოლო 5 სანაკრებო დონეზე შეაგდო (საუბარია ოფიციალურ თამაშებზე - ავტ).რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს ერთ-ერთ უნიკალურ ციფრთან, თუმცა "ფერარი" მიღწეულზე გაჩერებას ნამდვილდ არ აპირებს.
კონტინენტის პირველობაზე, 3 გოლის შეგდებით, რონი გათამაშების ბომბარდირებში გაერია.მის წინ ურთულესი ამოცანა, იკერ კასილიასის კარის აღება დგას, თუმცაღა კრიშტიანუსთვის, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს განვლილმა სეზონმა კარგად დაგვანახა, თუ როგორი შემართებით გამოდის მოედანზე მადეირელი გადამწყვეტ შეხვედრებში ("ბარსელონა," "ატლეტიკო," "ბაიერნი" და ა.შ.).
წარმატებები ვუსურვოთ გოლების მანქანას, რომელიც ძალიან ახლოს არის "ოქროს ბურთთან."
- 23 ივნისი 2012
- 2 386
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.