ევროპის ჩემპიონატზე "რეალი" დაწინაურდა
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები, არც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე არცხვენენ კლუბის სახელს.
ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ კონტინენტის მიმდინარე პირველობაზე, ყველაზე მეტი გოლის გატანა, "ბლანკოსის" მოთამაშეებმა შეძლეს - რონალდუ 3, ალონსო 2, პეპე 1 & ხედირა 1.ჩამოთვლილი ფეხბურთელების წყალობით, ტურნირზე, ჯერჯერობით "რეალია" პიჩიჩის მთავარი კანდიდატი.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის კარში ალონსოს დუბლამდე, ნახსენებ კომპონენტში, პირველ პოზიციას გერმანული "ვოლფსბურგი" იკავებდა, ჟირაჩეკისა (2 გოლი) და მანჯუკიჩის (3) ბურთებით.
რაც შეეხება მესამე პოზიციას, მას მიუხენის "ბაიერნი" და მანჩესტერ "სიტი" ინაწილებენ 4-4 გოლით, ხოლო კატალონიური "ბარსელონა" კი, პირველობაზე (ჯერ) მხოლოდ ორი ბურთითაა წარმოდგენილი.
იმედია, მადრიდულ გოლებს მომავალშიც ვიხილავთ.
- 23 ივნისი 2012
- 2 131
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.