ფერდინანდი: "მესის ვერცხლი, რონალდუს ოქრო"
"მანჩესტერ იუნაიტედს" მოქმედმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა, რიო ფერდინანდმა და პეტერ შმეიხელმა, კრიშტიანუ რონალდუს გარჯა მოიწონეს.
"წითელი ეშმაკუნების" დაცვის ბურჯმა, "The Sun"-თან საუბრის დროს შემდეგი დასძინა: "მოხარული ვარ, რომ რონის ირგვლივ ამგვარად ვითარდება მოვლენები.ჩეხეთის წინააღმდეგ დიდებული შეხვედრა ჩაატარა.ის დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა."
"ვფიქრობ, წლევანდელ სეზონში, რონალდუ საუკეთესოა.აქედან გამომდინარე, მესის ვერცხლის ბურთი ერგება, ხოლო კრიშტიანუს ოქროს."რეალის" ჩემპიონობაში ლომის წვლილის შეტანა და კონტინენტის პირველობაზე მსგავსი ასპარეზობა, "ოქროს ბურთის" გარანტია."
რაც შეეხება შმეიხელს, მან Twitter-ის საშუალებით შეაქო პორტუგალიელი: "რონალდუ შეუდარებელია.ის საუკეთესოა მსოფლიოში.მე ესე ვფიქრობ"
- 23 ივნისი 2012
- 2 657
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.