ალონსოს დუბლმა ბენზემა სახლში გაუშვა
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მესამე მეოთხედფინალურ შეხვედრაში, ესპანეთი და საფრანგეთი არკვევდნენ საუკეთესოს ვინაობას.
ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა, "მამლები" უშანსოდ დაამარცხეს 2-0.ჩვენდა სასიხარულოდ, შეხვედრის მთავარი გმირი, ჩაბი ალონსო გახდა.ამ უკანასკნელმა დუბლი ჩაიწერა საკუთარ აქტივში.აღსანიშნავია, რომ ბასკი ნახევარმცველი მე-100 თამაშს ატარებდა "ფურია როხას" რიგებში.ალბათ, ამაზე იდეალურ იუბილეს, ვერც კი ისურვებდა "რეალის" ხერხემალი.
ამასთანავე ხაზგასასმელია "წითელი" მადრიდისტების საიმედო ასპარეზობა.კასილიასი, რამოსი და არბელოა 90 წუთის განმავლობაში დამაჯერებლად მოქმედებდნენ.რაც შეეხება კარიმ ბენზემას, მისთვის განვლილი დაპირისპირება მორიგი იმედგაცრუება იყო.
მაშასადამე, ესპანელები ნახევარ ფინალში არიან.მათი მოწინააღმდეგე პორტუგალიელები იქნებიან.ვფიქრობ, საინტერესო გამოდგება ესპანელ-პორტუგალიელი მადრიდელების ჯახი.
- 23 ივნისი 2012
- 2 256
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.