ბენზემა: საფრანგეთი vs ესპანეთი ეს იქნება ომი

მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდმა კარიმ ბენზემამ, ესპანეთის ნაკრებთან გასამართი მეოთხედფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

ბენზემა აღირებს, რომ ესპანეთის ნაკრები ტურნირის ფავორიტია, მაგრამ იმედი აქვს, რომ ფრანგები ითამაშებენ ნახევარფინალს და არა ესპანელები.

"ეს დიდი თამაში იქნება. ეს შეხვედრა არანაირად არ იქნება ჯგუფში ჩატარებულ მატჩების მსგავსი, რადგან ეს უკვე მეოთხედფინალური ეტაპია და შეცდომის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ დაცვაში და არ მივცეთ მათ უფლება, თავიანთი თამაში მოგვახვიონ თავს. "

"ეს იქნება ღია თამაში, რადგან მათ წინსვლის არ ეშინიათ, ფლობენ ბურთს ბრწყინვალედ და ცდილობენ დროის უმთავრესი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გაატარონ. ჩვენ თუ გვსურს შემდეგ ეტაპზე თამაში, არ უნდა მივცეთ საშვალება ბურთი აკონტროლონ. უნდა დავიჭიროთ ბურთი და მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. "

ბენზემა აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ მოედანზე მისი თანაგუნდელების კასილასის, რამოსის, არბელოას, ალბიოლისა და ალონსოს წინააღმდეგ უწევს თამაში.

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თანაგუნდელების წინააღმდეგ მიწევს თამაში. მათ არა აქვთ ბევრი სუსტი წერტილი, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შევძლოთ გამარჯვება."

ბენზემამ ბოლო დროს გავრცელებული ხმების შესახებ თითქოსდა ესპანეთის ნაკრებში "ბარსელონასა" და "რეალის" ფეხბურთელებს შორის განხეთქილებაზე გააკეთა კომენტარი.

''ისინი უდიდესი ფეხბურთელები არიან. ვფიქრობ, რომ საკლუბო დაპირისპირება მათზე არ აისახება. ესპანეთის ნაკრები ერთ-ერთი კარგად შეკრულ გუნდს წარმოადგენს მსოფლიოში."

"ეს შეხვედრა იქნება ომი, ამ ომში კი ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რადგან სხვაგვარად ვერ შევძლებთ ევროპის ჩემპიონობას."-განაცხადა ბენზემამ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)