რონალდუს პორტუგალიაში ქანდაკება დაუდგეს
მადრიდის "რეალის" სუპერ ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიის პატარა ქალაქ ობოდოსში 9 წლის ბიჭის გადასარჩენად გაწეული დახმარებისთვის მცირე ზომის ქანდაკება დაუდგეს.
პორტუგალიაში მდებარეობს მცირე სამრევლო ქალაქი ობოდოსი, აქ კი დგას მადრიდის "რეალის" სუპერ ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს თიხის მცირე ქანდაკება, რომელსაც თავად ფეხბურთელის ხელმოწერა ამშვენებს. ეს ქანდაკება შემოწირულობის მოსაზიდად დადგეს, შემოსული თანხით კი ახალი ეკლასია უნდა აშენდეს.
ქანდაკება 30 დუიმის სიმაღლეა და ერთ კილოგრამს იწონის. რონალდუმ ქანდაკებაზე ხელი მაისში პორტუგალიაში ყოფნისას მოაწერა.
ეს ქანდაკება პორტუგალიელ სუპერ ვარსკვლავს 9 წლის კიბოთი დავადებული ბავშვის გადასარჩენად, გაწეული დახმარებისთვის მიძღვნეს. როგორც მოგეხსენებათ რონალდუ ბავშვს მალიორკასთან მატჩის დროს შეხვდა და ბიჭის გადასარჩენად არაფერი არ დაიშურა.
ამჟამად პორტუგალიელი ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და გასულ ხუთშაბათს ჩეხეთის წინააღმდეგ გატანილი მისი გოლის წყალობით გავიდა პორტუგალია ნახევარფინალში.
- 22 ივნისი 2012
- 3 911
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.