ალტინტოპის შეძენა ინგლისშიც მოუნდათ
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის თურქი მოთამაშე, ჰამიტ ალტინტოპი გუნდის დატოვებას გეგმავს, რადგან იგი არ შედის ჟოზე მოურინიოს გეგმებში. მისი შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდელებთან შეხმიანებას ინგლისიდანაც გეგმავენ...
ჰამიტის გადაბირება "ვესტ ბრომვიჩსაც" მონდომებია და მოლაპარაკებების დასაწყებადაც მომზადებულა. ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო გადაიხადონ და დანარჩენ პირობებზე თავად მოთამაშეს მოელაპარაკონ.
მოურინიოს ალტინტოპი არაფერში სჭირდება, მისი "ბლანკოსში" გადასვლა, როგორი ბურუსით მოცული და გაუგებარიც იყო, ისეთივედ დარჩა, ასე მისი აბარგება თითქმის გადაწყვეტილია.
სავარაუდოდ, ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება, სამეფო კლუბი სწორედ ევრო მარათონის დამთავრების შემდეგ აპირებს სატრანსფერო ციებ-ცხელებაში ჩართვას.
- 21 ივნისი 2012
- 1 678
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.