პეპე: "ნახევარფინალი ბევრ რამეს გადაწყვეტს"
პეპემ საკუთარ ნაკრებზე ისაუბრა...
"პორტუგალიის ეროვნული გუნდი საუკეთესო ოთხეულშია და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ამ შედეგზე გაჩერებას არ ვაპირებთ. 2004 წელს გუნდს სულ ცოტა დააკლდა ტიტულის მოპოვებამდე, მაგრამ იგივე შეცდომის დაშვებას არ ვაპირებთ და გვსურს, რომ "ევრო 2012"-ის გამარჯვებულები გავხდეთ."
"ამ ნაკრებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც კიდევ უფრო მეტად მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდება, რადგან ფეხბურთელების ახალი თაობა უკეთ გაუგებს ერთმანეთს."
"1/2 ფინალში ურთულესი დაპირისპირება გველის, არ აქვს მნიშვნელობა ესპანეთს შევხვდებით თუ საფრანგეთს, ორივე კოლექტივი უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს და დარწმუნებული ვარ გაგვიჭირდება, მაგრამ თუ გვსურს წარმატების მიღწევა, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და მოედანზე ყველაფერი ვიღონოთ მოსაგებად."
"ნახევარფინალი ძალიან ბევრს გადაწყვეტს, გამარჯვებული გუნდი უდიდეს ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს და ფინალში ბოლომდე იბრძოლებს თასის ასაწევად."
- 21 ივნისი 2012
- 1 826
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.