რონალდუ: "პორტუგალია მზადაა ნახევარფინალური ბრძოლისთვის"
კრიშტიანუ რონალდუმ ჩეხეთთან მოგებული მატჩის, შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
რონალდუმ, რომლის მიერ გატანილმა გოლმა გამარჯვება მოუტანა პორტუგალიელებს განაცხადა, რომ გუნდი მზად არის ნახევარფინალური ბრძოლისთვის.
"ვფიქრობ, კარგი თამაში იყო. ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით გასატანად"-განუცხადა მან BBC.
"შემდეგ ეტაპზე თამაში რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. დარწმუნებული ვარ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს სასურველი შედეგის მისაღწევად."
"მე დიდი სიხარული ვიგრძენი ამ გამარჯვებით. ჩვენ ღირსეულად გავედით ნახევარფინალში, რადგან უკეთესად ვირჯებოდით. ბოლო ორ მატჩში ჩვენ მოვუმატეთ და შედეგიც მივიღეთ. ამბიციური გუნდი ვართ და ნებისმიერ ფასად ვიბრძოლებთ ტიტულისათვის. ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე და გამარჯვება მოვუტანე ჩემს ქვეყანას."
პორტუგალია ევრო-2012 სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, რადგან ჯგუფიდან გასასვლეად ჰოლანდია, დანია და გერმანია იბრძოდა. მათ ქულები მარტო გერმანელებთან დაკარგეს, რომლებმაც ცხრა ქულით დაასრულა ჯგუფური ეტაპი.
"ჩვენ ძალიან რთული ჯგუფი გავიარეთ და ახლა ნახევარფინაში ვართ. რთული ამოცანა დგას ჩვენს წინაშე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ფინალში გავალთ. მანამდე კი აუცილებელია ნახევარფინალში განსაკუთრებული მობილიზაცია გავუკეთოთ ჩვენს თავს და არ მოვდუნდეთ. ერთი ნაბიჯი გვაშორებს ფინალს და ახლა ნებისმიერი შეცდომა დამღუპველი იქნება."-განაცხადა რონალდუმ.
- 21 ივნისი 2012
- 2 827
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.