ზიდანი: "ინიესტა საკუთარ თავს მახსენებს"
მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრებს ანდრეს ინიესტას წინააღმდეგ ყურადღებით თამაშს ურჩევს.
"ინიესტა აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. ესპანეთის ნაკრები დიდ წილად ამ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ანდრესი ჩემს თავს მახსენებს, მაგრამ ის უფრო ღიაა ვიდრე მე. საფრანგეთის ნაკრებს ვურჩევ, მას ორმაგი ყურადღება დაუთმოს, რადგან მას ნებისმიერ წამს შეუძლია ხიფათის შექმნა."
"ვფიქრობ პრესა საკმარისზე მეტად აკრიტიკებს ესპანელებს. ჩემი აზრით ისინი შესანიშნავად ირჯებიან, უბრალოდ ძნელია გოლის გატანა, როცა მეტოქე თავს მთელი ძალებით იცავს." -განაცხადა ზიდანმა.
- 20 ივნისი 2012
- 2 393
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.