გრანერო & ალონსო
ესტებან გრანერომ და ხაბი ალონსომ მცირე კომენტარები გაუკეთეს გუშინდელ შეხვედრას.
ესტებან გრანერო
"თამაში ნამდვილად კარგად დავიწყეთ. პირველი ნახევარი საათი ბურთს მთლიანად ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში სადღაც 15 წუთიან მონაკვეთში მოვეშვით , მაგრამ საერთო ჯამში ცუდად არ გვიასპარეზია."
"თამაშის გაუმჯობესება შეგვიძლია და ესაა ჩვენი უპირველესი მიზანი. გოლები ადვილად გაგვაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და გაცილებით კარგად უნდა მოვიგოთ მომავალი მატჩები, ვიდრე ეს გუშინ გავაკეთეთ. უფრო დამაჯერებლები უნდა ვიყოთ."
"ოთხშაბათს უნდა ვეთამაშოთ "მილანს" , ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებიან, მაგრამ ის მაინც გრანდი და მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო კლუბია. დარწმუნებული ვარ კარგი შეხვედრა შედგება."
ხაბი ალონსო
"პირველი 25 წუთი საუკეთსო იყო გუშინდელ მატჩში. ცოტა პრობლემები კი შეგვექმნა, მაგრამ ყველაფერი გამოსწორების სტადიაშია, რაც მთავარია გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. საერთო ჯამში კარგად დავიწყეთ შეხვედრა, გოლებიც მრავლად გავიტანეთ, მაგრამ ჩვენს თამაშს რაღაც მაინც აკლია."
"რაულის ინსტიქტი არასდროს ცდება. ელ კაპიტანოს ყოველთვის გაჰქონდა ბევრი გოლი თავის კარიერაში და ამას ახლაც განაგრძობს. რაც შეეხება იგუაინს, მან მართლაც კარგი დებიუტი შემოგვთავაზა ეროვნულ ნაკრებში, გუშინ კი დაღლილობის მიუხედავად დიდებულად ჩაერთო მატჩში და ბრწყინვალე გოლი შეაგდო."
სტატიის ავტორი: Kevlsiha
იმფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 18 ოქტომბერი 2009
- 1 690
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.