ადანი კონტრქატს აღარ გაახანგრძლივებს
მადრიდის "რეალის" მეორე მეკარემ ანტონიო ადანმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
რამდენიმე კვირის წინ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ ანტონიო ადანს შესთავაზა კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივება, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო. ადანი მადრიდის "რეალის" ღირსებას 7 წელია იცავს, მაგრამ მას ძალზედ იშვიათად უწევს თამაში. ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელს შეხვდა და მომდევნო სეზონში სათამაშო დროს დაჰპირდა, მაგრამ როგორც ჩანს ადანს მტკიცედ აქვს გუნდის დატოვება გადაწყვეტილი.
ეს იმას ნიშნავს, რომ მადრიდის "რეალს" ახალი მეკარის ძიება მოუწევს, რომელიც შეგუებული იქნება იმ აზრს, რომ კასილასი ჩრდილში იქნება და იშვიათად მოუწევს თამაში. მადრიდის "რეალს" იკერის შემცვლელად ადანის გარდა კიდევ სამი მეკარე ჰყავს მეხიასი, პაჩეკო და ფერნანდესი რომლებსაც უმაღლეს დონეზე თამაშის არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე იკერ კასილასი თუ ტრამვას მიიღებს, მას ღირსეული შემცვლელი არ ეყოლება, ამიტომ ახალი მეკარე სწრაფადა საპოვნელი.
- 19 ივნისი 2012
- 1 681
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.