მეირელეში: ჩვენთან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს
პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა რაულ მეირელეშმა განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის მოქმედებასაც ნებისმიერ თამაშში შეუძლია წარმატების მოტანა, მის ნაკრებში თამაშობს.
"თუ გავაგრძელებთ იმავე შემართებით თამაშს, ყველანაირი შანსი გვაქვს იმისა, რომ შორს გავაღწიოთ ევროზე. ზოგჯერ საქმე არც ისე კარგად მიდის, მაგრამ კრისტიანო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და იგი ჩვენთან ასპარეზობს,"-ციტირებს მეირელეშის სიტყვებს Goal.com
"ძალიან შორს არ უნდა შევტოპოთ. აუცილებელია თითოეულ მატში სათანადო მობილიზირება. "ჩელსის" მაგალითი მაძლევს იმის საშუალებას, რომ წარმატების მჯეროდეს. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მაშინ როდესაც არავინ გვთვლიდა ფავორიტებად,"-დაასკვნა ფეხბურთელმა. მოგეხსენბათ პორტუგალია 1/4 ფინალში ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, თამაში 21 ივნისს გაიმართება
- 19 ივნისი 2012
- 2 027
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.