ბენზემა თანაგუნდელებს შეერკინება
ევროპის 2012 წლის პირველობის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია.
"დ"-ი ჯგუფში მოასპარეზე საფრანგეთმა, ყველასაგან მოულოდნელად გათამაშების აუტსაიდერ შევდებთან 0-2 წააგო.კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ორთაბრძოლაში, იბრაჰიმოვიჩისა და ლარსენის გოლებს, ვერაფრით უპასუხეს "მამლებმა."
მწვანე მინდორზე 90 წუთის განმავლობაში გაისარჯა კარიმ ბენზემა, თუმცა რაიმე ღირებულის შექმნით ვერ დაგვამახსოვრა თავი.
ამრიგად, როლან ბლანის გუნდი მეოთხედფინალში 4 ქულით გავიდა (მეორე ადგილიდან).მათი მეტოქე ესპანეთი იქნება.შესაბამისად, ბენზოს თანაგუნდელების წინააღმდეგ მოუწევს ასპარეზობა.
- 19 ივნისი 2012
- 2 673
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.