ალტინტოპისთვის "გალათასარაი" გააქტიურდება
თურქულ ფეხბურთში აგორებული სკანდალის შემდეგ, "გალათასარაის" ბოსებმა დასძინეს, რომ მომავალ წელს მათი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარიგებულ თამაშებში ბრალდებულ კლუბს, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია საქნციებს არ გამოუწერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, "მარკაში" მიიჩნევენ, რომ "გალათასარაი" აუცილებლად იზრუნებს შემადგენლობის გაძლიერებაზე და ამისთვის საჭირო რესურსიც იქნება გამოყოფილი.როგორც გახსოვთ, თურქები დაინტერესებულნი იყვნენ "რეალიდან" თანამემამულე ალტინტოპის სამშობლოში დაბრუნებაზე.აქედან გამომდინარე, მომავალ კვირას ივარაუდება მოლაპარაკების გამართვა.
არარის გამორიცხული ჰამიტი გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "რეალს" დატოვებს.
- 18 ივნისი 2012
- 1 452
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.