შედგება ოზილი-სილვას ბარტერი?
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" დავიდ სილვას შეძენით უკვე დიდი ხანია დაინტერესებული გახლავთ, მაგრამ ამჟამინდელი კლუბი მანჩესტერ სიტი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დავიდი სამშობლოში არ გაუშვას...
Daily Mirror ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინგლისური გიგანტი არაფრის დიდებით არ აპირებს სილვას გუნდის გაშვებას, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ სამეფო კლუბის მესუთ ოზილს დათმობს.
როგორც ჩანს ფლორენტინო პერესსა და ჟოზე მოურინიოს სერიოზული საფიქრალი აქვთ. სიტის ხელმძღვანელობამ წინადადება უკვე წამოაყენა, ინგლისური გუნდი მზად არის დავიდ სილვა მესუთ ოზილში გაცვალოს და ასევე "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას 10 მილიონი ევრო დაუმატოს.
ოზილი ჟოზე მოურინიოს ფავორიტი მოთამაშეა, გერმანელმა ახალგაზრდამ, არც მეტი არც ნაკლები, რიკარდო კაკას დააკარგინა ძირითად შემადგენლობაში ადგილი, ამიტომ ძნელად სავარაუდოა, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი მას შეელიოს.
- 18 ივნისი 2012
- 3 095
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.