კაკა "რეალს" არ დატოვებს
ბრაზილიელს 3 წელი კიდევ აქვს კონტრაქტი, სამეფო კლუბთან.მას სურს, რომ მადრიდის "რეალში" თავისი კვალი დატოვოს.
კაკას სურს დაამტკიცოს, რომ ის "რეალში" ტყუილად არ გადასულა,რასაც გასული 2 წლის მანძილზე ბრაზილიელი ნამდვილად ვერ ამტკიცებს.პერესმა მასში 67მილიონი ევრო გადაიხადა 2009-წლის ზაფხულში, როდესაც რიკი "რეალში" გადავიდა."პსჟ" კაკაში 30-მილიონ ევროს იხდის, რაც ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც მასში "რეალმა" გადაიხადა.კაკას სურს დარჩენა მადრიდში, მაგრამ ჟოზე მოურინიომ მის მიმართ ნდობა დაკარგა და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ნახევარ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თავად ბრაზილიელის სურვილი ესპანეთის დედაქალაქში დარჩენაა, მაგრამ სავარაუდოდ ყველაფერს მწვრთნელი და ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.
- 18 ივნისი 2012
- 2 323
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.