კასილასი: რაკიტიჩის დარტყმის შემდეგ უბრალოდ გამიმართლა
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასმა, ხორვატიასთან მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
"ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა, ხორვატები შესანიშნავად ირჯებოდნენ, როგორც შეტევაში ისე დაცვაში. მეტოქის კართან რაიმე ღირებულის შექმნა გვიჭირდა. მატჩის ბოლოს გაგვიმართლა და შევძელით მნიშვნელოვანი გოლის გატანა, რომელმაც ყოველგვარი კითხვითი ნიშანი გააქრო.
"რაკიტიჩის დარტყმულს რაც შეეხება უბრალოდ გამიმართლა, ამ გოლით შეიძლებოდა ჩვენს ასპარეზობას ევრო-2012 წერტილი დასმოდა."
"ჩვენ ჯგუფიდან გასვლა მოვახერხეთ, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება მთავარი ბრძოლა ახლა იწყება. წინ ურთულესი მატჩები გველის ამიტომ აუცილებელია კონცენტრირებულები შევხდეთ ამ მატჩებს."-განაცხადა იკერ კასილასმა.
- 18 ივნისი 2012
- 2 379
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.