"რეალი" კავანით ინტერესდება
მადრიდის "რეალი" იტალიური "ნაპოლის" ურუგვაელი თავდამსხმელის, ედისონ კავანის შეძენას გეგმავს.
ურუგვაელმა თავისი ასპარეზობით უამრავი კლუბი მოხიბლა, ერთ-ერთი მათგანი კი მადრიდის "რეალი" გახლავთ. როგორც იტალიური პრესა იტყობინება მადრიდის "რეალი" მზადა ედისონ კავანის სანაცვლოდ "ნაპოლის" 50 მილიონი ევრო გადაუხადოს და ურუგვაელთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს, წლიური 7 მილიონის ანაზღაურებით, ჯამში კი 85 მილიონი ევრო.
Calciomercato-ს ცნობით თუ ედისონ კავანი სანტიაგო ბერნაბეუს მიაშურებს, მაში მადრიდული გრანდი გონსალო იგუაინს "იუვენტუსში" გაუშვებს. "ბებერი სინიორის" ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია იჩენს ინტერეს არგენტინელის მიმართ.
თუმცა 85 მილიონი ევრო ასტრონომიური თანხა, ეს ტრანსფერი მადრიდელთა ბიუჯეტს სერიოზულად დააზარალებს, 2009 წლის შემდეგ, კი ეს დიდი დარტყმა იქნება გუნდისთვის. გარდა ამისა გონსალო იგუაინი კარგად გამოიყურება, მართალია მან ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, მაგრამ იგი გუნდისთვის მაინც უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ითვლება.
- 17 ივნისი 2012
- 2 083
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.