მარსელო: "გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა"

ბრაზილიაში, შვებულებაში მყოფმა მარსელომ ადგილობრივ სპორტულ გამოცემასთან ისაუბრა...

"გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა, იგივე შეიძლება ითქქვას თითოეულ ფეხბურთელზეც. ნდობის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ ეს მეტ სტიმულს გვმატებდა და ჩენთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობდა. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვიწვნიეთ დასანანი მარცხი. ალბათ, ეს სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ფინალში გავსულიყავით, თუმცა პენალტების სერიაში დავმარცხდით. შეგვეძლო მანამდეც დაგვესრულებინა საქმე, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა უფრო ძიერები დავბრუნდებით მომავალ სეზონში და მხოლოდ ერთ ტიტულს არ დავსჯერდებით."

"რაც შემეხება მე, ვფიქრობ, რომ კარგი სეზონი მქონდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს თანაგუნდელებს ვეხმარებოდი მოგებაში, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ცხადია, ამ სეზონში უდიდესი პროგრესი განვიცადე, თუმცა მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო. არის ასპექტები, რომელშიც შედარებით სუსტი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს პოზიციაზე საუკეთესო ვიყო. ბევრი ჩემში რობერტო კარლოსის მემკვიდრეს ხედავს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრე. ახალგაზრდა ვარ და ჯერ კიდევ ვსწავლობ, რობერტომდე ბევრი მაკლია. ჩემი საქმე თავდაცვაა, თუმცა ძალიან მიყვარს შეტევაში წასვლა."

"რონალდოს ზღაპრული სეზონი ჰქონდა. გაიტანო ამდენი გოლი, ეს ხომ საოცრებაა. ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო სეზონი იყო მისი კარიერისა. ის არის უდიდესი პროფესიონალი. იგი ხშირ შემთხვევაში დასვნების დღეებშიც თავდაუზოგავად ვარჯიშობს."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)